Belive

ბითაძე რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესო გახდა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ადრიატიკის ლიგის 22-ე ტურში "ბუდუჩნოსტმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, საკუთარ მოედანზე "ციბონა" 91:82 დაამარცხა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე პერიოდში მოიპოვეს და მეტოქე გატეხეს. გოგა ბითაძემ პარკეტზე 25 წუთი და 56 წამი გაატარა. ამ პერიოდში შესანიშნავად იმოქმედა და შედეგად 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის საუკეთესოდ დაასახელეს და მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28-ს შეადგინა. "ბუდუჩნოსტმა" რეგულარული სეზონი 16 მოგებით მე-3 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები