Belive

ბითაძე სასტარტო ხუთეულში | ინდიანამ პორტლენდი გაანადგურა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ქართველმა ლეგიონერმა – გოგა ბითაძემ "პორტლენდის" წინააღმდეგ შეხვედრა "ინდიანას" სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო.  ინდიანაპოლისელები საკუთარ პარკეტზე, პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და დამაჯერებელი უპირატესობით, 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 129:98 მოიგეს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 23:48 წუთში, 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა.

"ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებითა და 47 მარცხით, მე-13 პოზიციას იკავებს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მათ პლეი-ოფში მოხვედრას. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, "საკრამენტოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები