Belive

ბითაძემ ბუდუჩნოსტი დატოვა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტი" ოფიციალურად დატოვა.
ბითაძე გუნდს სოციალური ქსელით დაემშვიდობა და მადლობა გადაუხადა. "ყველაფრისათვის დიდი მადლობა, არასოდეს არ დაგივიწყებთ. მუდამ ჩემს გულში დარჩებით".
ქართველ კალათბურთელთან ერთად გუნდიდან "ბუდუჩნოსტის" მწვრთნელიც, ჟასმინ რეპეშაც წავიდა. რეპეშამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს ბითაძემ NBA-ს დრაფტზე მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. ადრიატიკის ლიგის ფინალის ბოლო, მე-5 შეხვედრაში კი გუნდი "ცრვენა ზვეზდასთან" დიდი ანგარიშით 97:54 დამარცხდა და მეორე ადგილს დასჯერდა.

სხვა სტატიები