Belive

ბითაძემ კვლავ სასტარტოდან დაიწყო - ინდიანა ბოსტონთან დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ში, რეგულარუსი სეზონი დასასრულს უახლოვდება და კლუბები ფლეი-ოფებისთვის ემზადებიან. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა “ბოსტონს”, რომელმაც “ინდიანას” უმასპინძლა და 5 ქულიანი სხვაობით 128:123 გაიმარჯვა. გოგა ბითაძემ კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო თამაში, რომელმაც პარკეტზე არასრული 32 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. შეგახსენებთ, რომ “ინდიანა პეისერსი” ფლეი-ოფში ვერ გავიდა, ისინი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან. "ინდიანა" შემდეგ მატჩს "დეტროიტის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 4 მარტს, თბილისის დროით 01:00 საათზე შედგება.  

სხვა სტატიები