Belive

ბითაძემ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა | ინდიანამ მოიგო

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძის "ინდიანამ" ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც საკუთარ არენაზე "მინესოტას" უმასპინძლეს. შეხვედრის პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედიდან "ინდიანას" მეტოქისათვის წინ გასვლის საშუალება არცერთი წამით აღარ მიუცია. მესამე მეოთხედი "პეისერსის" კალათბურთელებმა 15-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს, თუმცა საბოლოოდ 4 ქულით, ანგარიშით - 141:137, იმარჯვეს. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 25:24 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა, რომელსაც 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა დაუმატა. "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 27 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს. ქართველი ლეგიონერის გუნდი, მომდევნო შეხვედრას, 10 აპრილს, სტუმრად, ორლანდოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები