Belive

ბითაძემ NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა, "ინდიანა" "კლიპერსთან" დამარცხდა

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" NBA-ს მორიგ შეხვედრაში დასავლეთ კონფერენციის მეცხრეადგილოსანს, "ლოს-ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა. ინდიანაპოლისელები "crypto.com arena"-ზე უხვქულიან მატჩში 139:133 დამარცხდნენ, თუმცა ბითაძისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი სულ სხვა სტატისტიკით არის გამორჩეული. საქართველოს ნაკრების ცენტრს მისთვის უჩვეულოდ ბევრი 24:38 წუთი დაუთმეს, რაც სხვადასხვა მიზეზებით წამყვანი კალათბურთელების არყოფნამ გამოიწვია. შეგვიძლია ვთქვათ რომ გოგამ მწვრთნელის მოლოდინი სრულად გაამართლა და ამ დროში თავი 17 ქულას, 8 მოხსნას, 2 ასისტს და 2 ბლოკ-შოტს მოუყარა. სასიამოვნოა ის ფაქტიც რომ 22 წლის კალათბურთელმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ერთადერთი პერსონალური შენიშვნა მიიღო. გოგამ თამაშიდან 9-ჯერ ესროლა და ბურთი კალათში 7-ჯერ მოათავსა, ორი საჯარიმოდან კი ორივე ზუსტი იყო.

  ბითაძის სტატისტიკა გასახარია, თუმცა "ინდიანა" ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში დამარცხდა და ნელნელა აღმოსავლეთ კონფერენციის ფსკერისკენ მიიწევს სადაც 15 გამარჯვებითა და 28 მარცხით მხოლოდ "დეტროიტსა" და "ორლანდოს" უსწრებს. ინდიანაპოლისელები შემდეგ შეხვედრას 20 იანვარს, გამთენიისას, იმავე დარბაზში ამჯერად "ლეიკერსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.    

სხვა სტატიები