Belive

ბითაძემ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძე, რომელიც დღეს დრაფტზე "ინდიანა პეისერსმა" მე-18 პიკად აიყვანა, აშშ-ში რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულ ვითარებაზე ალაპარაკდა. "ჩემს ბავშვობაში საქართველოში ურთულესი ვითარება იყო, ომი გვქონდა 2008 წელს რუსეთთან. მას შემდეგ, ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია და ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა ვიხსენებ ვხვდები, რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. უნდა ვთქვა, რომ ეს მძიმე პერიოდი ერთმანეთთან დაახლოვებაში დაგვეხმარა. მას შემდეგ, უფრო ძლიერები ვართ და ამით ვამაყობ," - თქვა ბითაძემ.

სხვა სტატიები