Belive

ბითაძემ შანსი გამოიყენა - გოგას ყველაზე შედეგიანი თამაში სეზონში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, გამთენიისას, NBA-ს რეგულარულ სეზონში "ინდიანა პეისერსი" "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდა და 129:114 გაიმარჯვა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულოდ, აღნიშნულ შეხვედრაში შანსი მიიღო გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც საკმაოდ შედეგიანად ითამაშა - 10 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 დაფარება. აღსანიშნავია, რომ ეს გოგასთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალქულიანი თამაში გამოდგა. როგორც იცით, ქართველმა კალათბურთელმა ტრავმის გამო საწყისი ტურები გამოტოვა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი შანსი თითქმის არ ეძლეოდა.

გამოვიდა და ჩააგდო, გოგას ორქულიანი "ტორონტოსთან":

სხვა სტატიები