Belive

ბითაძემ ტრავმის შემდეგ პირველი ქულები მოაგროვა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ადრიატიკის ლიგის მე-20 ტურის დასკვნით მატჩში "ბუდუჩნოსტმა", რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე თამაშობს,  საკუთარ მოედანზე "ზადარი" 75:69 დაამარცხა. თითქმის მთელი შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა და მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს სტუმართა გატეხვა. ბითაძემ 24 წუთი და 32 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტრავმის შემდეგ ბითაძემ პირველად 1 მარტს ევროლიგაზე "ბაიერნთან" ითამაშა და მხოლოდ 2 ქულის მოგროვენა შეძლო. როგორც ჩანს, ის დაზიანების შემდეგ იღდგენს ფორმას. "ბუდუჩნოსტი" 14 მოგებით მე-3 ადგილზეა და 11 მარტს ბითაძის ყოფილ გუნდს, "მეგა ბემაქსს" სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები