Belive

ბითაძის 10 ქულა და მორიგი მატჩი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მორიგი შეხვედრები გაიმართა NBA-ს რეგულარულ სეზონში. ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ კედლებში "ნიუ ორლეან პელიკანსი" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 113:114 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ქართველ ცენტრს ამჯერად მეტი სათამაშო დრო მიეცა, გოგამ პარკეტზე 19:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-იდან 2 სამქულიანი და 3-იდან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. "ნიუ ორლეან პელიკანსთან" შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე დაფარება შემოგვთავაზა NBA-ს ამომავალი ვარსკვლავის ზაიონ უილიამსონის წინააღმდეგ. ბითაძის ბრწყინვალე დაფარება უილიამსონის წინააღმდეგ: 

ასევე ეფექტური იყო გოგას სამქულიანი მე-3 მეოთხედის ბოლო წამებზე.  
ბითაძის "ინდიანა პეისერსს" რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 12 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 თებერვალს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები