Belive

ბითაძის 10 ქულა მილოუკის წინააღმდეგ - ინდიანა დიდი სხვაობით დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, გამთენიისას, NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი თამაში "ინდიანა პეისერსმა" "მილოუკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართა და 27 ქულიანი სხვაობით, 127:140 დამარცხდა. იქიდან გამომდინარე, რომ მაილს ტერნერმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, გოგა ბითაძემ მწვრთნელისგან მეტი სათამაშო დრო მიიღო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 19 წუთში 10 ქულა (7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 დაფარება დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგასთვის ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი თამაშია. ქართველმა კალათბურთელმა 10 ქულა წელს "ნიუ ორლეანსისა" და "ტორონტოს" წინააღმდეგაც ჩააგდო.

19 მოგებითა და 23 მარცხით "ინდიანა" მე-10 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ნეიტ ბიორკგრენის გუნდი "დეტროიტთან" გამართავს.

სხვა სტატიები