Belive

ბითაძის 11 ქულა და დაჯილდოება

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში "ბუდუჩნოსტმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს "ცედევიტა" 87:72 დაამარცხა. პირველი შეხვედრა "ბუდოჩნოსტმა" 83:90 წააგო. სტუმრებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პოდგორიცულ გუნდს, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლეს. მესამე და გადამწყვეტი მატჩი 7 აპრილს ზაგრებში გაიმართება. ბითაძემ 20 წუთი და 13 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე ქართველ ცენტრს კუთვნილი ჯილდო, ადრიატიკის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი გადასცეს.

სხვა სტატიები