Belive

ბითაძის 16-მა ქულამ ბუდუჩნოსტს ვერ უშველა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის უკანასკნელ, 30-ე ტურში "ბუდუჩნოსტი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, ათენში "პანათინაიკოსთან" ოცი ქულის სხვაობით, 87:67 დამარცხდა. ბითაძემ 23 წუთი და 15 წამი გაატარა პარკეტზე. ამ პერიოდში 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და "ბუდუჩნოსტის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო. "ბუდუჩნოსტმა" ტურნირზე მხოლოდ 6 მატჩი მოიგო და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე გავიდა. გუნდი 7 აპრილს ადრიატიკის ლიგის გადამწყვეტ, მესამე ნახევარფინალურ მატჩში ზაგრებში "ცედევიტას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები