ევროლიგის 22-ე ტურში "ბუდუჩნოსტი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, საკუთარ მოედანზე რუსულ "ხიმკისთან" 90:98 დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და სტუმრებმა მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
ბითაძემ პარკეტზე 26 წუთი და 55 წამი გაატარა. ამ პერიოდში 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25 იყო. ის თავის გუნდში ნორის კოულის შემდეგ, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი იყო.
"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 22 თებერვალს კაუნასში "ჟალგირისს" დაუპირისპირდება.