Belive

ბითაძის 6 ქულა, 6 მოხსნა - ინდიანამ დალასს მოუგო (ვიდეო)

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,დალას მავერიქსმა'' ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-109 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა - გოგა ბითაძემ არასრულ 11 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა, 3 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ,,პეისერსს'' 22 ქულით, 15 მოხსნითა და 5 ასისტით დომანტას საბონისმა ულიდერა.

რაც შეეხება ,,დალასს'', ტეხასელთა შემადგენლობაში საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი იყო, რომელმაც 31 ქულას, 18 მოხსნას, 3 პასსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგას ,,ინდიანა'' 21 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 პოზიციაზეა, ,,დალასი'' კი დასავლეთში მე-7 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში ბითაძე საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობს და 4 ქულას, 2.3 მოხსნასა და 1 დაფარებას აგროვებს.

სხვა სტატიები