Belive

ბითაძის 7 ქულა, ლებრონზე დაფარება და გამარჯვება დასავლეთის ლიდერთან 

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, "ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 116:111 დაამარცხა. მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე იყო, რომელმაც პარკეტზე 12:18 წუთი გაატარა და ამ დროში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. ეს უკანასკნელი ქართველმა კალათბურთელმა , "მეფის", ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ მიითვალა.  ეს ინდიანაპოლისელებისთვის 43-ე გამარჯვება იყო, რა მაჩვენებლითაც გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს და პლე-იოფში თამაში განაღდებული აქვს. შემდეგ შეხვედრას 20 წლის ქართველის გუნდი 11 აგვისტოს, უშუალო კონკურენტ "მაიამი ჰიტთან" გამართავს.

სხვა სტატიები