Belive

ბითაძის 9 ქულა - ინდიანა ჰიუსტონთან დამარცხდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პრესეზონის ბოლო შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსმა” ,,ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:122 დამარცხდა.

,,პეისერსის” შემადგენლობაში 15 წუთი ითამაშა ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ,,ინდიანას” 19 ქულით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ბადი ჰილდმა ულიდერა.

,,ჰიუსტონის” რიგებში 33 ქულით, 3 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ჯეილენ გრინი გამოირჩა. 22 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი იყო კევინ პორტერის ანგარიშზე.

,,ინდიანა” ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, უკვე NBA-ის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას გამართავს. გოგა ბითაძის გუნდი ,,ვაშინგტონ ვიზარდსს'' უმასპინძლებს.


სხვა სტატიები