Belive

ბითაძის აღიარება - გოგა "დიდების დარბაზში" გამოფინეს

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

"ინდიანა პეისერსის" ქართველი ახალწვეული, გოგა ბითაძე სერბეთში აღიარეს. 20 წლის კალათბურთელის ფოტო ყოფილმა გუნდმა, "მეგა ბიმაქსმა" "დიდების დარბაზში" გამოფინა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგას აგენტი, მიშკო რაზნატოვიჩი ავრცელებს "გუშინ, "მეგა ბიმაქსის" "დიდების კედელი" იმ მოთამაშეების ფოტოებით შეივსო, რომლებმაც კლუბი დატოვეს და NBA-ის მიაშურეს," - დაწერა გოგას აგენტმა.

View this post on Instagram

Yesterday, joining the ever-growing Mega Bemax NBA Wall of Fame with the posters of all the players who left the club to go to the NBA is the latest draft pick - Goga Bitadze. #BeoBasket #sportsmanagement #myclient @kkmegabemax #malivelikiklub @gogabiitadze #gogabitadze Na NBA "zidu slavnih" u dvorani u kojoj igra KK Mega Bemax na kojem su istaknuti igraci kluba, koji su potpisali NBA ugovore, juce je mesto dobila i slika Goge Bitadzea. Pitanje je samo da li ce malivelikiklub imati dovoljno mesta na zidovima za sve sto dolazi... #kosarka #najboljisportnasvetu

A post shared by Miško Ražnatović (@misko4raznatovic) on

შეგახსენებთ, რომ ბითაძის ევროპული კარიერა 2016 წელს სწორედ "მეგა ბიმაქსში" დაიწყო, სადაც მან 3 დიდებული წელი გაატარა. ცნობისთვის, გოგა "მეგა ბიმაქსის" მე-11 კალათბურთელია, რომელიც NBA-ში მოხვდა.

სხვა სტატიები