Belive

ბითაძის ბოლო მატჩი ბუდუჩნოსტის მაისურით და ადრიატიკის ვიცე ჩემპიონობა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ადრიატიკის ლიგის ბოლო, მე-5 ფინალური მატჩი სერბეთში, სადაც ადგილობრივი "ცრვნა ზვეზდა" გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტს" დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად 97:54 იმარჯვა. სერბები ამ გამარჯვებით ადრიატიკის ლიგის გამარჯვებულები გახდნენ. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაშკაშა ვარსკვლავმა - გოგა ბითაძემ მონტენეგრულ კლუბში ბოლო მატჩი გამართა და "ბუდუჩნოსტს" დაემშვიდობა. გოგამ ადრიატიკის ლიგის ფინალში პარკეტზე 16:36 წუთი დაჰყო, რა დროშიც მან 7 ქულასა და 1 მოხსნას მოუყარა თავი. შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის MVP გახდა. აქვე შეგახსენებთ, რომ დიდი ალბათობით გოგა ბითაძეს მომავალი სეზონიდან NBA-ში ვიხილავთ.

სხვა სტატიები