Belive

ბითაძის მორიგი გაბრწყინება

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სერბეთის ჩემპიონატის მეათე ტურში "მეგა ბიმაქსი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს, "ტამისს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 121:69 დაამარცხა. ბითაძემ მხოლოდ 13 წუთი და 12 წამი ითამაშა და ამ მცირე პერიოდში 19 ქულის ჩაგდება მოასწრო. ამასთან ერთად, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარებაც მიითვალა. შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ იორკში ჩატარდება და გოგასთან დაკავშირებით ბევრი ვერსია ვრცელდება. "მეგა ბემაქსი" კი, 7 მოგებით B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება. ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდეა და პირველი მატჩი 2 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები