Belive

ბითაძის მორიგი გაბრწყინება: 26 წუთში 25 ქულა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
სერბეთის ჩემპიონატში "მეგა ბიმაქსი", რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, სტუმრად "დინამიკს" შეხვდა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე, 102:85 დაამარცხა. მოედანზე საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ცენტრი იყო. ბითაძემ არასრულ 27 წუთში 25 ქულა, 11 მოხნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ მან 4-დან სამი სამქულიანი ჩააგდო, რაც ცენტრისთვის იშვიათი თვისებაა. "მეგა ბიმაქსი" შემდეგ შეხვედრას "ტამიშის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები