Belive

ბითაძის მორიგი მატჩი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში - ინდიანა პეისერსი შარლოტ ჰორნეტსთან დამარცხდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს გამთენიისას NBA-ს რეგულარულ სეზონში “ინდიანა პეისერსი” სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 105:108 დამარცხდა. . აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა ცენტრმაც. გოგამ პარკეტზე 9:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოგამ ასპროცენტიანი შედეგი დააფიქსირა: მან 4-დან ოთხივე 2-ქულიანი ჩააგდო. გოგას ჩატენვა "შარლოტ ჰორნეტსთან":  
ბითაძის "იდიანა პეისერსი" 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ 11 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველ თებერვალს "ფილადელფიასთან" ჩაატარებს. ასევე იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები