Belive

ბითაძის მორიგი შედეგიანი თამაში | ინდიანამ გაიმარჯვა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში, გოგა ბითაძის "ინდიანამ" 52-ე მატჩი ჩაატარა, სადაც სტუმრად "მემფისის" წინააღმდეგ, 7-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პირველივე წუთებიდან "პეისერსის" კალათბურთელების ლიდერობით წარიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედის მიწურულს, "მემფისმა" შეხვედრაში პირველად, 1-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა "ინდიანამ" მეტოქეს აღარცერთი ქულის ჩაგდების საშუალება აღარ მისცა და ჯამში, ანგარიშით - 125:132, იმარჯვა. ქართველი ცენტრი პარკეტზე 18 წუთის განმავლობაში თამაშობდა და ამ დროში 7 ქულას, 6 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას და 5 დაფარებას მოუყარა თავი.




"ინდიანას" რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი იყო, დომანტას საბონისს კი სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა. "ინდიანას" აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 გამარჯვებით და 27 მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს. ინდიანაპოლისელები მომდევნო შეხვედრას, 14 აპრილს, თბილისის დროით 03:30 საათზე, "კლიპერსის" წინააღმდეგ, საკუთარ არენაზე გამართავენ.

სხვა სტატიები