Belive

ბითაძის მორიგი ტრავმა, გოგა სეზონის სტარტს გამოტოვებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძემ სეზონის წინ ტრავმა მიიღო - ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კოჭი დაიზიანა, რის გამოც ის მოედანს, მინიმუმ, 2 კვირით გამოაკლდება. Yahoo-ს ინფორმაციის თანახმად, "ინდიანა პეისერსის" ცენტრმა მარჯვენა კოჭის მე-2 ხარისხის ტრავმა მიიღო. გოგას 14 დღის შემდეგ მორიგი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. სამწუხაროა, რომ ბითაძე სეზონის სტარტს გამოაკლდება. 21 წლის ქართველ კალათბურთელს აგვისტოს შემდეგ თამაში არ ჰქონდა ჩატარებული, პარკეტს კი სულ ახლახანს, პრესეზონზე, "ფილადელფიასთან" დაუბრუნდა და მომდევნო თამაშებში ფორმაში უნდა შესულიყო. "ინდიანა პეისერსი" 2020/21 წლების სეზონს "ნიუ-იორკ ნიქსთან" თამაშით გახსნის.

სხვა სტატიები