Belive

ბითაძის პირველი მატჩი მეგა ბიმაქსში დაბრუნდების შემდეგ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრი და ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ბითაძე "ბუდუჩნოსტიდან" "მეგა ბიმაქსში" დაბრუნდა და სერბეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში "ნოვი პაზარის" წინააღმდეგ ითამაშა. ბითაძემ პარკეტზე 19 წუთი და 10 წამი დაჰყო. ამ პერიოდში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა მოედანი 5 პერსონალური ჯარიმის შემდეგ დატოვა. "მეგა ბიმაქსს" 1 მოგება აქვს და 5 მაისს სტუმრად "სლობოდას" შეხვდება. 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 გუნდი გადის.

სხვა სტატიები