Belive

Bleacher-მა გოგა ბითაძეს გამორჩეული წელი უწინასწარმეტყველა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ცნობილმა სპორტულმა მედიაგამოცემა Bleacher-მა, სტატია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისეთ მოთამაშეებზე გამოაქვეყნა, რომლებიც 2021/22 წლების სეზონში "გაიბრწყინებენ". მედიაგამოცემამ თითოეული გუნდიდან ერთი მოთამაშე გამოარჩია და საგულისხმოა, რომ "ინდიანას" რიგებში ასეთად გოგა ბითაძე წარმოადგინეს. "ინდიანას" რიგებში ორი შესანიშნავი კალათბურთელია, რომლებიც დაფარების ჭრილში საუკეთესონი არიან - მაილს ტერნერი და გოგა ბითაძე. ტერნერის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ბითაძეს კი მაყურებელი გაცილებით უკეთესად ახალი სეზონის შემდეგ გაიცნობს და დაიმახსოვრებს. ბითაძე ინდიანაპოლისელებმა 2019 წლის დრაფტზე მე-18 პიკად აირჩიეს, ბითაძის უმთავრესი როლი მაილს ტერნერის ღირსეული შემცვლელობა გახლდათ. თუ 22 წლის ქართველი 3-ქულიანების სტატისტიკურ მაჩვენებელს კიდევ უფრო გააუმჯობესებს (პირველი სეზონი 19.0%; მეორე სეზონი 25.3%;), მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც მოიძებნება. ბითაძის პოტენციალის სრული გამოვლინებისათვის მისთვის უფრო მეტი სათამაშო დროის მიცემაა აუცილებელი. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გოგა ბითაძისთვის 2021/22 წლების სეზონი NBA-ში რიგით მე-3 იქნება.

სხვა სტატიები