Belive

ბურჯანაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ | ბეტისი ისევ აგებს...

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს. ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს. მე-6 ტურის შეხვედრაში, ბურჯანაძეს, ძველი კლუბის, "გრან კანარიას", წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა. "გრან კანარიასა" და "რეალ ბეტისის" დაპირისპირების პირველ მეოთხედში სტუმრებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა წინსვლა დროებითი აღმოჩნდა, ვინაიდან პირველი მეოთხედიც კი საპირისპიროდ, მასპინძლების 7-ქულიანი მოგებით, დასრულდა. საბოლოოდ შეხვედრა "გრან კანარიამ", 24-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 94:70, მოიგო. ბექამ პარკეტზე გატარებულ 17:12 წუთში, 4 ქულის, 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. სამწუხაროდ ბურჯანაძის გუნდი 6 ტური შემდეგ, 1 მოგებითა და 5 მარცხით, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "რეალ ბეტისი" 23 ოქტომბერს, საკუთარ არენაზე, "ობრადოიროს" წინააღმდეგ, გამართავს.

სხვა სტატიები