Belive

ბურჯანაძის ბეტისი კვლავ აგებს...

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში ბექა ბურჯანაძის "რეალ ბეტისი", თორნიკე შენგელიას ყოფილ კლუბს, "ბასკონიას" დაუპირისპირდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე მეოთხედში "ბასკონიამ" დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც საბოლოოდ სევილიელებისათვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 83:87, "ბასკონიას" სასარგებლოდ. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე უჩვეულოდ მცირე დრო, 8:58 წუთი, გაატარა, რა დროშიც 3 ქულასა და 2 მოხსნას მოუყარა თავი. მე-14 ტურის შემდეგ "რეალ ბეტისი" 2 მოგებითა და 12 მარცხით ACB ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, გასვლით დაპირისპირებას, "სან პაბლო ბურგოსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები