Belive

ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი, შერმადინის გამარჯვება და შენგელიას მარცხი ესპანეთის ჩემპიონატში

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მერვე ტურის მატჩები გაიმართა ესპანეთის ACB ლიგაში. თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად "მორაბანკ ანდორას" დაუპირისპირდა და მოულოდნელად 93:73 დამარცხდა. თოკომ მოედანზე 19:57 წუთი გაატარა და ამ ხნის მანძილზე 7 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი. მოედანზე 21:05 წუთი გაატარა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეთ ჯენინგმა, თუმცა მან მხოლოდ 5 ქულის 2 მოხსნის და 2 პასის მოგროვება შეძლო. შინ "ბრეოგანთან" გაიმარჯვა გიორგი შერმადინის  "უნიკახამ" . მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში დომინირებდნენ და საბოლოოდ ანგარიში 78:72 დააფიქსირეს. გიომ მოედანზე გატარებულ 18:43 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მეორე გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის "გიპუზკოამ" , ქართველების გუნდმა ამჯერად "სან პაბლო ბურგოსი" დაამარცხა ანგარიშით 92:83. როგორც მოგეხსენებათ ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა ბექა ბურჯანაძეს, თუმცა გუშინ მან მოახერხა თავისი რეალური შესაძლებლობების  ჩვენება და გუნდს 19 ქულით და 6 მოხსნით შეეწია, ამისთვის კი 27:19 წუთი დასჭირდა. დუდამ 8:57 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

სხვა სტატიები