Belive

ბურჯანაძის გრან კანარიამ გაიმარჯვა - ბექამ გუნდს 14 ქულა შესძინა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის პირველობაზე ეფექტური მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ”. კუნძულელებმა “ობრადარიოს” უმასპინძლეს და ქულუხვ შეხვედრაში 102:100 დაამარცხეს. გამარჯვებულის გამოვლენას ორი ოვერტაიმი დასჭირდა. მეორე დამატებითი დროის დასრულებამდე 38 წამით ადრე ობრადარიოელებმა ანგარიში დაამრგვალეს – 100:100, თუმცა 13 წამში კანარელმა ჰარპერმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს სეზონში მეშვიდე გამარჯვება მოაპოვებინა. ჰარპერი საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გახდა – 25 ქულა ჩააგდო. გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ: 27 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი. მან 5 ორქულიანი, 3 სამიანი სტყორცნა, საიდანაც 2-2 ჩააგდო, რასაც 4-დან 4 საჯარიმო მიაყოლა. “გრან კანარიას” 13 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გამართავს – კანარულ დერბიში გიორგი შერმადინის “ტენერიფეს” ეწვევა. წყარო: GBF.GE

სხვა სტატიები