Belive

ბურჯანაძის სოლიდური მონაგარი | ბეტისი ისევ აგებს...

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს – ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს. ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან “რეალ ბეტისის” ღირსებას იცავს. მე-7 ტურის შეხვედრაში, ბურჯანაძის გუნდმა, “ობრადოიროს”, წინააღმდეგ იასპარეზა. "ბეტისმა" მიჯრით წაგებული 5 შეხვედრის შემდეგ, ვერც საკუთარი მოედანზე მოახერხა გამარჯვება, ამჯერად მარცხი "ობრადოიროსთან", თანაც 11 ქულით, ანგარიშით - 76:87. ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 22:38 წუთი გაატარა, რა დროშიც, 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკშოტი, მიითვალა. მომდევნო შეხვედრას "რეალ ბეტისი" 31 ოქტომბერს, სტუმრად, "ვალენსიას" წინააღმდეგ, გამართავს.

სხვა სტატიები