Belive

ჩიკაგო ბულსის ლეგენდა გარდაცვლილ შვილს დაემშვიდობა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

"ჩიკაგო ბულსის" ლეგენდის - სკოტი პიპენის უფროსი შვილი ანტრონ პიპენი 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანტრონ პიპენის გარდაცვალების მიზეზი ამ წუთისათვის უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას ქრონიკული ასთმა აწუხებდა. სკოტი პიპენმა შვილის გარდაცვალების თაობაზე, Instagram-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"გულგატეხილი და დათრგუნული გატყობინებთ, რომ გუშინ ჩემს პირველ ვაჟს, ანტრონს დავემშვიდობე. ჩვენ ორივეს კალათბურთის სიყვარული და მასზე საუბარი გვაერთიანებდა. ანტრონს ქრონიკული ასთმა აწუხებდა და დარწმუნებული ვარ, რომ არა ეს დაავადება ანტრონი NBA-ის დიდებული მოთამაშე გახდებოდა. ანტრონი არასდროს დანებებულა და მუდამ პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებდა. მიყვარხარ შვილო, მომავალ შეხვედრამდე."
 
View this post on Instagram
 

A post shared by Scottie Pippen (@scottiepippen)