Belive

"ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ"- დი ბოსტი ბელგიასთან მატჩისთვის ემზადება

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ბულგარეთის ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა დი ბოსტმა, საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა. მან ჩვენს წინააღმდეგ 33 ქულა, 4 მოხსნა და 12 ასისტი მოაგროვა. ბულგარეთის ნაკრების კალათბურთელმა მისი შესაძლებლობები არაჩვეულებრივად წარმოაჩინა და ცხრა სამქულიანით საშა ჯორჯევიჩის რეკორდიც გაიმეორა.

საქართველოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„დღეს ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ჩვენი დაცვით. პირველი სამი შეხვედრა, მეტოქეებს ყოველ თამაშში 90 ქულის ჩაგდების საშუალებას ვაძლევდით. თუ ასეთ დაცვას ვითამაშებთ და თავდასხმაშიც კარგად გავირჯებით, ნებისმიერს შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ“.

ბულგარელებს ერთი გამარჯვების საპირწონედ სამი მარცხი აქვთ, თუმცა, ამის მიუხედავად, ბელგიასთან გამარჯვებით, მათ მაინც აქვთ ჯგუფური ეტაპის დაძლევის შანსი.

"წინ რთული თამაში გველის. ხვალ ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ." -განაცხადა დი ბოსტმა

აღნიშნული მატჩის შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. თუ ბელგია შეძლებს და ბულგარეთს დაამარცხებს, ხოლო საქართველო მონტენეგროსთან გაიმარჯვებს, ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გავა. დღეს ბულგარეთისა და ბელგიის შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ დაპირისპირებაზე დასწრების შესაძლებლობა ქართველ გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

სხვა სტატიები