აშშ-ში მასშტაბურ აქციას სტეფ კარი და კლეი ტომპსონი შეუერთდნენ (ფოტოები)

უკვე რამდენიმე დღეა რაც აშშ-ს ქალაქ მინეაპოლისიში არეულობაა. ეს არეულობა კი იმიტომ არის, რომ რამდენიმე დღის, 25 მაისს  ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა სასტიკად მოკლა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროტესტმა არამარტო აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების ქალაქებიც კი მოიცვა.

აშშ-ში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა, სადაც პროტესტმა მასობრივი არეულობის სახე მიიღო: დაზიანდა და გაიძარცვა არაერთი მაღაზია, პროტესტის მონაწილეებმა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გააჩინეს ხანძარი და პოლიციიის განყოფილება გადაწყვეს. მინესტოტას შტატის გუბერნატორმა მინეაპოლისის მერის თხოვნით, ქალაქსა და მის შემოგარენში ეროვნული გვარდიის 500 წევრი გაგზავნა და “მშვიდობიან დროს საგანგებო სიტუაცია” გამოაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, ამ აქციებს ცნობილი სახეები უერთდებიან და ისინი ერთად გამოთქვამენ პროტესტს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით. 

გუშინ კი აქციას მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავები – კლეი ტომპსონი და სტეფ კარი შეუერთდნენ.

იხილეთ ფოტოები

აშშ-ში მასშტაბურ აქციას სტეფ კარი და კლეი ტომპსონი შეუერთდნენ (ფოტოები) 1

აშშ-ში მასშტაბურ აქციას სტეფ კარი და კლეი ტომპსონი შეუერთდნენ (ფოტოები) 2

აშშ-ში მასშტაბურ აქციას სტეფ კარი და კლეი ტომპსონი შეუერთდნენ (ფოტოები) 3

(7241)

აშშ-ში მასშტაბურ აქციას სტეფ კარი და კლეი ტომპსონი შეუერთდნენ (ფოტოები)

სტატიის ავტორი
-