Belive

დალასის მფლობელის სამაგალითო საქციელი - უსახლკარო კალათბურთელი დახმარებას მიიღებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
მძიმე მდგომარეობაში მყოფი “კლივლენდის”, “ბოსტონისა” და “დალასის” ყოფილი მოთამაშე ხალხისგან დახმარებას დალასის ქუჩებში ითხოვდა. NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 19 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. დელონტე უესტმა ფსიქიკური პრობლემების გამო, რომელსაც ნარკოდამოკიდებულება და მეუღლესთან განშორებაც დაემატა ყველაფერი დაკარგა. უსახლკაროდ დარჩენილი კალათბურთელის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ, დელონტე უესტის დახმარება "დალასის" მფლობელმა გადაწყვიტა. მარკ კუბანმა უესტის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, პირადად მიაკითხა ყოფილ კალათბურთელს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად კუბანმა უესტი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანა. tmz-სა და ESPN-ის მტკიცებით, "დალასის" მფლობელი დელონტე უესტის რეაბილიტაციის ხარჯებს დაფარავს და ცხოვრების ხელახლა დაწყებაში დაეხმარება.

სხვა სტატიები