Belive

დამიან ლილარდის უნიკალური მიღწევა 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული გათამაშების მორიგ შეხვედრაში, "პორტლენდმა" დასავლეთ კონფერენციის ლიდერი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 127:119 დაამარცხა. გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი გუნდის ლიდერ დამიან ლილარდს მიუძღვის, რომელმაც 48 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლილარდმა ელიტარულ საკალათბურთო ლიგაში უნივერსალური მიღწევაც დააფიქსირა. ის ერთადერთი კალათბურთელი გახდა, რომელმაც მიჯრით ხუთ დაპირისპირებაში სულ მცირე 35 ქულა, 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 5 სამქულიანი მიითვალა. ლილარდი 2012 წლის დრაფტზე მეექვსე ნომრად არჩევის შემდეგ "პორტლენდის" ერთგულია. მიმდინარე სეზონში მან 49 შეხვედრაში ითამაშა, 22 მოიგო და 27-ში დამარცხდა, მისი გუნდი დასავლეთში მეცხრე ადგილზეა.

სხვა სტატიები