Belive

დაპირისპირება შაკილ ო'ნილსა და კობი ბრაიანტს შორის

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქომაგების ყურადღება კობი ბრაიანტისა და შაკილ ო'ნილის დაპირისპირებამ მიიპყრო. ცნობილია, რომ ამ ორ ლეგენდარულ კალათბურთელს შორის დაპირისპირება ხშირად ხდებოდა, თუმცა მათ ერთობლივად ბევრი ტრიუმფი იზეიმეს. კობიმ პატრიკ ბეთ-დევიდთან ინტერვიუს დროს შაკიზე ისაუბრა: "შაკილ ო'ნილს შეეძლო ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გამხდარიყო, დარწმუნებული ვარ თავადაც ასე ფიქრობს. შაკს სავარჯიშო დარბაზში უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინა ახლა 12 ბეჭედი მექნებოდა. შაკი ყოველთვის პასის მიცემას ითხოვდა, თუმცა როგორ მიმეცა მისთვის პასი, როდესაც სწრაფი შეტევისას, როდესაც ფართან ახლო ვიყავი, უკან ჩამომერბენას მოვასწრებდი, როდესაცო'ნილი ჯერ საკუთარ ნახევარზე იმყოფებოდა" - განაცხადა კობი ბრაიანტმა. აღნიშნულმა ინტერვიუმ საკალათბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კობის პასუხი თავად შაკმაც გასცა. "12 ბეჭედი იმ შემთხვევაში გექნებოდა პასები რომ გეკეთებინა, განსაკუთრებით დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ ფინალში. ძეგლს იმ შემთხვევაში გიდგამენ თუ თავდაუზოგავად შრომობ", - ასე გამოეხმაურა შაკილ ონილი კობის. კობი და შაკი 1996 წლიდან 2004 წლამდე "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებს იცავდნენ, მათ საჩემპიონო ბეჭედი ერთად 3-ჯერ მოირგეს.

სხვა სტატიები