Belive

დარტყმა საქართველოს ნაკრებს - ტად მაკფადენმა ტრავმა მიიღო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "მურსიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ტად მაკფადენმა ტრავმა მიიღო.

მაკფადენის ტრავმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, "მურსიამ" ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მაკფადენს კოჭის ტრავმა აწუხებს, სარეაბილიტაციო პროცესის ხანგრძლივობა კი ამ დროისათვის უცნობია.

"მურსიას" განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაკფადენმა მარცხენა კოჭის არეში ტკივილი იგრძნო, რის გამოც "სტრასბურგთან" გამართული მატჩი გამოტოვა. მაკფადენის პარკეტზე დაბრუნების თარიღი, ტრავმის ევოლუციაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში ასპარეზობას ნოემბერში დაიწყებს. 11 ნოემბერს, ისლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება, რომელიც შესაძლოა მაკფადენმა გამოტოვოს.

სხვა სტატიები