Belive

საქართველოს ნაკრების მეორე მეტოქე ცნობილია - Eurobasket-მა ინფორმაცია დაადასტურა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება., გერმანიასა და ლიტვას, ასევე ჩეხეთსა და პოლონეთს შორის გარიგება გასულ თვეს შედგა. FIBA EuroBasket 2022-ის კიდევ ორი მასპინძლის, საქართველოსა და იტალიის პარტნიორი ქვეყნების ვინაობა კი ახლა გახდა ცნობილი. იტალიის ნაკრებმა ესტონეთი აირჩია, საქართველოს ნაკრებმა კი თურქეთის ნაკრები აირჩია და უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრებს რუსეთი და თურქეთი ეყოლება ჯგუფში. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია Eurobasket-ის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

სხვა სტატიები