Belive

დეტროიტი 130:150 მილუოკი | მიმოხილვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დეტროიტისა" და "მილუოკის" დაპირისპირება შედგა. დეტროიტში, "Little Caesars Arena"-ზე გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 130:150 დასრულდა.

ბოიან ბოგდანოვიჩმა "დეტროიტის" რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ხორვატმა ფორვარდმა პარკეტზე გატარებულ 27:34 წუთში 33 ქულის ჩაგდება შეძლო და 3 მოხსნაც დააგროვა.

"მილუოკი ბაქსის" ლიდერმა - იანის ანტეტოკუნმპომ 26:31 წუთში 29 ქულის, 12 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "დეტროიტთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "მილუოკი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე რჩება.

სხვა სტატიები