Belive

დიდი დაბრუნება - გასოლი ბარსელონაში ითამაშებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დიდი დაბრუნება - ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი "ბარსელონაში" ითამაშებს. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც მოგეხსენებათ, 40 წლის ფორვარდის კარიერა სწორედ "ბარსელონაში", 1998 წელს დაიწყო. აქ გატარებული 3 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, გასოლი NBA-ში წავიდა, სადაც ის დრაფტზე "ატლანტამ" აირჩია, თუმცა "მემფისში" გაცვალა. პაუმ აშშ-ში გატარებული 18 წლიანი კარიერის მანძილზე ბეჭდის მოგება 2-ჯერ, თანაც ზედიზედ 2 სეზონის (2009, 2010) მანძილზე, "ლეიკერსის" რიგებში მოახერხა.

ცნობილია, რომ გასოლი "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ესპანელმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა.
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ვბრუნდები სახლში და მალე მე შევუერთდები "ბარსელონას" საკალათბურთო გუნდს. ბედნიერი ვარ დავბრუნდე იქ, სადაც ყველაფერი დავიწყე. ახალი შესაძლებლობით აღფრთოვანებული ვარ. ვიმედოვნებ, რომ კლუბს ძალიან მალე დავეხმარები. მინდა მადლობა გადავუხადო "ბარსას" და მის ტექნიკურ სტაფს, რათა კლუბში გადმოსვლა შესაძლებელი გახადეს," - ამბობს გასოლი.

სხვა სტატიები