Belive

დიდი გაცვლა NBA-ში - ვესტბრუკმა და ვოლმა ადგილები გაცვალეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
2020-21 წლების სეზონს, NBA უამრავი ცვლილებით ხვდება. იდეაში, გულშემატკივრებს გვქონდა მოლოდინი, რომ დაბრუნდებოდნენ სტეფ კარი, კლეი ტომფსონი, კევინ დურანტი, ჯონ უოლი, დემარკუს კაზინსი და სხვა მოთამაშეები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ გასული სეზონის ჩემპიონს, ლოს ანჯელეს ლეიკერსს, შემდეგ წელს, იოლი გასეირნება აღარ ელოდა, თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ლიგაში სიტუაცია არ შეცვლილა, ლეიკერსი კი, იმაზე გაცილებით მეტად გაძლიერდა, ვიდრე შარშან იყო. სხვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და ტრანსფერები განხორციელდა NBA-ში, განსაკუთრებით გამოსარჩევია სულ ახალი და ცხელ-ცხელი ტრანსფერი. "ჰიუსტონმა" და ვაშინგტონ "უიზარდსმა" ლიდერები გაცვალეს. ჰიუსტონმა მიიღო - ჯონ ვოლი, ვაშინგტონმა - რასელ ვესტბრუკი და 2021 წლის დრაფტის N1 არჩევანი.  

სხვა სტატიები