Belive

დიდი ტრიო ოფიციალურად დასრულებულია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ტონი პარკერმა პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა! სავარაუდოდ სან ანტონიოს ქომაგებს დიდხანს მოუწევთ იმ დიდებასთან განშორება რასაც გენიალური ტრიო - ჯინობილი, პარკერი და დანკანი ქმნიდნენ. ერთ-ერთმა საუკეთესო ევროპელმა კალათბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა რითაც მან ეს ყველაფერი ოფიციალურად დაადასტურა.

37 წლის პარკერი 2001 წლიდან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრია, ის პირველი დღიდან სან ანტონიოს წევრი გახლდათ და ამ გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელებში სამუდამოდ დარჩება, უკანასკნელი 2018/19 წლების სეზონში ტონი პარკერი "შარლოტ ჰორნეთსის" რიგებში ირიცხებოდა. 2003, 2005, 2007 და 2014 წლებში სან ანტონიო ტონი პარკერთან ერთად NBA-ს ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები