ევროპული საკალათბურთო ასპარეზის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირი - "ევროლიგა" სულ უფრო დაძაბულად მიმდინარეობს.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს თურქული კლუბი "ფენერბახჩე", რომელიც ფაქტობრივად მთელი ტურნირის მიმდინარეობის პროცესში ლიგის სათავეშია მოქცეული.
თურქების უმთავრესი მდევარი მოქმედი ჩემპიონი "მადრიდის რეალია". მადრიდელებს ევროსარბიელზე მხოლოდ 4 მარცხი აქვთ 17 მოგების წილ.
წლის დასაწყისში ექსპერტების მიერ ფავორიტად მიჩნეული მოსკოვური გუნდი "ცსკა", 21 ტურის შემდეგ 16 მოგებითა და 5 მარცხით მე-3 პოზიციაზეა.
თორნიკე შენგელიას და მეთ ჯენინგის "ბასკონია" პლეი-ოფის ზონაშია, თუმცა იტალიური "ოლიმპია მილანო" ანალოგიური ბალანსით მე-9 პოზიციას იკავებს, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იტალიელებს ერთი შეხვედრა დამატებით დროში აქვთ მოგებული.
გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბოლოდან მეორე ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ გუნდს გოგას მისვლის შემდეგ უდიდესი პროგრესი აქვს, მათ აქტივში 6 მოგებაა. "ბუდუჩნოსტის" 3-მატჩიანი წაუგებელი სერია "ცსკა"-სთან მარცხით შეწყდა.
გუნდების ბალანსები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, შესაბამისად დაძაბულობაც პიკს აღწევს.
გთავაზობთ ევროლიგის რეიტინგს 21 ტურის შემდეგ: