Belive

დიქსონის დებიუტი სუპერლიგაში თსუ-სთან შედგა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მაიკლ დიქსონი დროებით სუპერლიგის გუნდ "ტიტებს" შეუერთდა. ამერიკელმა კალათბურთელმა დღეს ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა "თსუ"-ის წინააღმდეგ ჩაატარა. მაიკლმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 19 ქულას, 2 მოხსნასა და 3 ასისტს მოუყარა თავი. რაც შეეხება მატჩს, ის "თსუ"-ს გამარჯვებით, 100:89 დასრულდა. "ტიტები", რომლის მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია, მომდევნო თამაშს 10 დეკემბერს, "დინამო თბილისის" წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები