Belive

დირკ ნოვიცკიმ ევრობასკეტის ფინალური მატჩის ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა გერმანელმა კალათბურთელმა, დირკ ნოვიცკიმ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,ეს დიდი ვარსკვლავების სენსაციური მარცხის ტურნირია. დარჩა ორი დიდებული ნაკრები, რომლებსაც სუპერვარსკვლავი არ ჰყავთ. სიმართლე გითხრათ, შედეგი, ისევე როგორც მთელი ტურნირის განმავლობაში, ამ მატჩშიც, არაპროგნოზირებადია. თუმცა, თუ ერთი გუნდი უნდა დავასახელო, საფრანგეთს ავირჩევდი.

როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ნაკრები თანაბარი ძალისაა. საკუთარი თავის წარმოჩენა თითოეულ კალათბურთელს შეუძლია. ვფიქრობ, შესანიშნავი ფინალი გველის,'' - განაცხადა ნოვიცკიმ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი ესპანეთსა და საფრანგეთს შორის დღეს გაიმართება. შეხვედრა 22:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები