Belive

დონჩიჩის სამმაგი - სლოვენიამ ლიეტუვას მოუგო და ოლიმპიადაზე გავიდა (მიმოხილვა)

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში სლოვენიამ ლიეტუვა 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 96:85 დაამარცხა. შედეგად, სლოვენიის ნაკრები ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ალექსანდრ სეკულიჩის გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 34 წუთში 31 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 ასისტი და 1 დაფარება იყო ვლატკო ჩანჩარის ანგარიშზე. ლიეტუვას შემადგენლობაში 14-14 ქულით სამი კალათბურთელი - მანტას კალნიეტისი, იონას ვალანჩუნასი და არნას ბუტკევიჩიუსი გამოირჩა. საკალათბურთო მატჩები ტოკიოს ოლიმპიადაზე 24 ივლისს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 8 აგვისტოს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას იაპონია, ნიგერია, არგენტინა, აშშ, ირანი, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია და სლოვენია მიიღებენ. კიდევ სამი ნაკრების ვინაობა კი დღეს გაირკვევა.
მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები