Belive

დრამატული მატჩი პერმში - მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ 2 ევროპული ნაკრები გავიდა (ვიდეო)

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
გუშინ ვწერდით რომ ჩინეთში გასამართ საკალთბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იტალიამ და პოლონეთმა გაინაღდეს. დღეს კიდევ ორი საგზური რუსეთმა და სერბეთმა მოიპოვეს, აღსანიშნავია პერმში გამართული მატჩი რუსეთსა და ფინეთს შორის, ამ მატჩში გამარჯვებული ჩინეთში თამაშს ინაღდებდა. ფინელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს მაგრამ როგორღაც მოახერხეს და 18 ქულიანი სხვაბა ისე გაფლანგეს რომ 16 ქულით დამარცხდნენ, და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც რუსებს დაუთმეს. რუსეთის ნაკრებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დმიტრი კულაგინმა ვის ანგარიშზეც 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი იყო. ფინელებიდან კი ჯამარ უილსონი გამოირჩა 18 ქულით.
  სერბეთმა, რომელმაც წინა ტურში სენსაციური მარცხი განიცადა ესტონეთში, შინ, ბელგრადში ისრაელს უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ 97:76 დაამარცხა. სერბებიდან ევროლიგიდან "ნათხოვარი" მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე ვლადიმირ ლუჩიჩი გამოირჩა, ვინც 22 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მილოშ თეოდოსიჩის ანგარიშზე 11 ქულა, 9 ასისტი და 3 მოხსნა იყო. ხვალ საინტერესო მატჩი გაიმართება პოდგორიცაში სადაც მონტენეგროს ნაკრები ლატვიას უმასპინძლებს. ამ მატჩში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, აღსანიშნავია რომ მატჩზე დასასწრები 6000 ბილეთი უკვე გაყიდულია. დღეს აზიიდან შესარჩევი ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა იორდანიამ, ფილიპინებმა, იაპონიამ და ირანმა გაინაღდეს.

სხვა სტატიები