Belive

დრაფტამდე 3 საათია - ფაჩულია ბითაძეს ამხნევებს

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
როგორც იცით, დღეს ბრუკლინში NBA-ს დრაფტი გაიმართება. 19 წლის გოგა ბითაძის პირველი ამერიკული გუნდი ძალიან მალე გახდება ცნობილი. ქართული კალათბურთის ლეგენდა და "დეტროიტის" ცენტრი, ზაზა ფაჩულია ქართველ ტალანტს მხარს უჭერს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე სწორედ გოგას შესახებ ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა.
"მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაიწყებ, არამედ, როგორ დაამთავრებ. დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან," - თქვა ზაზამ.

სხვა სტატიები