Belive

დრაფტის პირველი ნომრის დებიუტი გადაიდო 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ს 2019 წლის დრაფტის პირველი ნომრის დებიუტი გადაიდო. ზაიონ უილიამსონს, რომელიც "ნიუ ორლეან პელიკანსმა" ზაფხულში აირჩია, მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო ოპერაციის გაკეთება მოუწევს. ინფორმაციას გუნდის პრესსამსახურში ავრცელებენ და წერენ, რომ 19 წლის ამერიკელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უახლოესი 6-8 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. სწორედ ტრავმის მიზეზით, ზაიონმა NBA-ს წინასასეზონო პერიოდის ბოლო მატჩი "ნიუ იორკ ნიქსთან" გამოტოვა. წინა სეზონში, უილიამსონი საუნივერსიტეტო ლიგაში გამოდიოდა, სადაც მან 33 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 22.6 ქულა, 8.9 მოხსნა, 2.1 შედეგიანი გადაცემა და 1.8 დაფარება მოაგროვა.

სხვა სტატიები